Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერკელი: საქართველოდან თავშესაფრის ბევრი მაძიებელი ჩამოვიდა, მაგრამ მათი რიცხვი მცირდება

23 აგვისტო, 2018 18:19

ანგელა მერკელის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იმატა, თუმცა ახლა მათი რაოდენობა მცირდება და ეს პრობლემა მნიშვნელოვანი არ არის.

„საქართველო ცალსახად უსაფრთხო ქვეყანაა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან მალევე, მართლაც თავშესაფრის ბევრი მაძიებელი ჩამოვიდა. შემდეგ შემცირდა რაოდენობა.

საქართველოს პრემიერმაც ხაზი გაუსვა, რომ ასეთი პირების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ეს არ არის მნიშვნელოვანი ამბავი“, - თქვა მერკელმა გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომ გერმანიაში ბევრი ქართველი თავშესაფრის საძიებლად ჩადის.

გერმანელი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა საქართველოს პრემიერმაც. მამუკა ბახტაძის თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხი სულ უფრო კლებულობს. მაგალითად წლის დასაწყისში გასული წლის ზაფხულთან შედარებით მათი რაოდენობა 70%-ით შემცირდა.

„ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ძალიან კარგად თანამშრომლობენ და ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება“, - დასძენს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^