Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ►„დადექი განათლების დასაცავად" - IBSU-ს სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ

27 აგვისტო, 2018 18:00

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება - უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების უფლება დაუბრუნდეს. 

სტუდენტები განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ჯარიმის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლით შეუჩერეს. 

უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ ჯარიმის თაობაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, ხოლო შესაბამისი თანხა უნივერსიტეტს აქვს. ამის გამოც ისინი საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევდნენ.

სტუდენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინაც შეიკრიბნენ. სწორედ გუშინ გახდა ცნობილი, რომ IBSU-ს რექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უნივერსიტეტი სადავო თანხას იხდის, თუმცა ამავდროულად IBSU-ში მიიჩნევენ, რომ ჯარიმა მათ უსამართლოდ დაეკისრათ.

„ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა! ორშაბათს, 27 აგვისტოს 18:00-ზე მთავრობის კანცელარიასთან მოდით და ერთად ვიბრძოლოთ განათლების უფლებისა და არჩევნის თავისუფლების აღსადგენად.
ჩვენ უკვე ორი მშვიდობიანი აქცია გავმართეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი მოთხოვნები და წარმოვადგინეთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც IBSU-ს უპირობო სიმართლეს ამტკიცებს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს ბრძოლა მოსაგებია და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის. 
ხვალ გვიანი იქნება!

ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, ეს არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი - საგანმანათლებლო საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაც, იმ 20-ზე მეტ ქვეყნის წინაშე რომელთანაც IBSU თანამშრომლობს.

დადექი IBSU-ს გვერდით, დადექი განათლების დასაცავად!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^