Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

29 აგვისტო, 2018 13:05

ფეხბურთელებმა - გიორგი ქვილითაიამ, გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირეს. საქართველოს ნაკრების წევრები გამოეხმაურნენ კაშიას პოზიციას, რომელმაც, მისდამი შეურაცხმყოფელი კომენტარების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი არ თქვა.

პატივისცემა კაშოს მიმართ, ჩვენ შენთან ვართ მუდამ“, - წერს Facebook-ზე მერებაშვილი. გულშემატკივართა დაწყებულ კამპანიას #გურამშენთანვართ გიორგი ქვილითაია და გიორგი ლორია Instagram-ზე გამოეხმაურნენ და კაშიას მხარი დაუჭირეს.

გურამ კაშია 30 აგვისტოს მონაკოში UEFA-ს პირველ ჯილდოს ფეხბურთში თანასწორობის მხარდაჭერისთვის (#EqualGame) მიიღებს. საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ მოთამაშეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის გადაეცემა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გურამ კაშიას წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო თავისი Facebook გვერდიც გააუქმა. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია კი მუქარის შემცველი Facebook სტატუსის გამო შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის მიუხედავად, Instagram-ზე კაშია წერს, რომ მის გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„არაფერს ვნანობ, მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება საქართველოში, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში და ვითამაშებ!“ - წერს კაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 სექტემბერს უეფა-ს ერთა ლიგის ეგიდით დინამო არენაზე ლატვიას უმასპინძლებს. გურამ კაშია ნაკრების განაცხადშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^