Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფო კილაძე კაშიას წინააღმდეგ მიმართულ პროტესტზე: აზრის გამოხატვის გამო მუქარა მიუღებელია

29 აგვისტო, 2018 16:45

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართულ ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოეხმაურა.

სოფო კილაძის თქმით, კაშიას აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ამის გამო მუქარა და დაჩაგვრა მიუღებელია.

„ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა და აგრესია გურამ კაშიაზე, არავის გვეკადრება. ერთმანეთის პატივისცემა მეტად გვმართებს.

მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვები, აზრი. თითოეულ ჩვენგანს აქვს ამ აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის გურამ კაშიასაც, მათ შორის იმათაც, ვინც მას არ ეთანხმება. ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმა.

აზრის გამოხატვის გამო მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა არის მიუღებელი, ისეთივე მიუღებელი, როგორც თავად ჰომოფობია“, - წერს დეპუტატი Facebook-ზე.

გურამ კაშია 30 აგვისტოს მონაკოში UEFA-ს პირველ ჯილდოს ფეხბურთში თანასწორობის მხარდაჭერისთვის (#EqualGame) მიიღებს. საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ მოთამაშეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის გადაეცემა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გურამ კაშიას წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო თავისი Facebook გვერდიც გააუქმა. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია კი მუქარის შემცველი Facebook სტატუსის გამო შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის მიუხედავად, Instagram-ზე კაშია წერს, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„არაფერს ვნანობ, მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება საქართველოში, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში და ვითამაშებ!“ - წერს კაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 სექტემბერს უეფა-ს ერთა ლიგის ეგიდით დინამო არენაზე ლატვიას უმასპინძლებს. გურამ კაშია ნაკრების განაცხადშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^