Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაშურის სოფელ ცედანთან მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

30 აგვისტო, 2018 17:28

ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და მის ჩაქრობას 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს. დღეს ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენიც ჩაერთო. გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა შსს-სთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის შალვა ხუციშვილის თქმით, ხანძრის რამდენიმე კერა ლიკვიდირებულია, დარჩენილია ორი აქტიური კერა, ერთ ადგილას მისულია ტექნიკა, მაგრამ მეორე ხანძრის კერა მიუვალ ადგილასაა და ცეცხლის ჩასაქრობად შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენთან ერთად დამატებით სპეცტექნიკის მობილიზებაც გახდა საჭირო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^