Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი: გიორგი ჭელიძემ მოანგრია უნიტაზი და ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას

03 სექტემბერი, 2018 16:36

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბინაში შესვლისას ბრალდებული შევარდა საპირფარეშოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას. 

„როდესაც პოლიცია გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა ვერ მოახერხა. ამასთან, გიორგი ჭელიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს საქმეზე სასამართლოში მოწმედ დასაკითხ პირებთან და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რათა მათ ბრალდებულისთვის სასარგებლო ჩვენება მისცენ", - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის'' წევრი გიორგი ჭელიძე 1 სექტემბერს დააკავა.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^