Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

,,სვანეთი ჰიდრო” მესტიის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს

04 სექტემბერი, 2018 13:32

კომპანია ,,სვანეთი ჰიდრომ”  მესტიის მეორე  საჯარო სკოლაში  ბიბლიოთეკის თანამედროვე სივრცედ მოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.  სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ მოხდება სივრცის შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა, წიგნადი ფონდის გაახლება და ბიბლიოთეკარის გადამზადება,  რისთვისაც  კომპანიამ    50  000 ლარზე მეტი გამოყო.

“პროექტის ფარგლებში სვანეთის  მეორე  საჯარო სკოლაში  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მოვაწყობთ ბიბლიოთეკას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, წიგნებით - ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ეს იქნება სივრცე კითხვისთვის, შემეცნებითი შეხვედრებისთვის,  ადგილი, სადაც მოზარდებს  ექნებათ სურვილი რაც  შეიძლება დიდხანს დარჩნენ  და  გაეცნონ მათთვის საინტერესო ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს. ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით განახლებულ ბიბლიოთეკაში გაიმართება   საინტერესო შეხვედრები თანამედროვე მწერლებთან, პოეტებთან, ხელოვანებთან -  ამბობს სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო ნატროშვილი.

მსგავსი ტიპის პროექტების მიზანია მოზარდი თაობის განვითარების ხელშეწყობა, წიგნიერების ამაღლება და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა.  თანამედროვე ბიბლიოთეკის და მრავალფეროვანი  ლიტერატურის  არსებობა სკოლებში მოზარდი თაობის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით „სვანეთი ჰიდრომ“ უკვე განახორციელა  პროექტები, მათ შორის მესტიის ყველა სკოლას ბიბლიოთეკებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა და მესტიის პირველი სკოლის სააქტო დარბაზი თანამედროვე სივრცედ მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანიამ ,,სვანეთი ჰიდრო”  მესტიის მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განახორციელა.

,,სვანეთი ჰიდრო” დაბა მესტიაში მდინარის მოდინებაზე დაფუძნებულ, არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^