Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოხანაშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე „ქართული ოცნების“ ალტერნატიული დასკვნა წარადგინა

05 სექტემბერი, 2018 19:11

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ მომზადებულ დასკვნა და რეკომენდაციები განიხილეს. დოკუმენტი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მისი შეფასებით, მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ მუშაობის დასაწყისში არსებული ეჭვები გაქარწყლებულია და არ დგინდება, რომ ამ საქმეზე ვინმემ რაიმე ზეგავლენა მოახდინა. 

ოხანაშვილმა ყურადღება სამ დეტალზე გაამახვილა:

შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დემონტაჟი, ე.წ. გაღუნული დანა და მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობის საკითხი. დეპუტატის განმარტებით, ფარდულთან დაკავშირებით გაირკვა, რომ მისი დემონტაჟი ადგილობრივების მოთხოვნა იყო და ამ პროცესში საჯარო უწყებები არ ჩართულან. რაც შეეხება დანას, ოხანაშვილის თქმით, მან ექსპერტიზის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიმენტისას მიკროსკოპული დეფორმაცია მიიღო და ყველა დანას ასე ემართება. 

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობის შესახებ მითს პასუხი მარტივად გაეცა, როცა მის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეიკრიბა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. 

„რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ზოგიერთი მათგანი დაგვიანებით ჩატარდა, ზოგიერთი კი საერთოდ არ ჩატარებულა. საუბარია ტანსაცმლის ამოღებაზე, მოწმეების დაკითხვაზე, ბინის ჩხრეკასა და სხვა მოქმედებებზე. ამან კი მტკიცებულებების ხარისხზე იქონია გავლენა. ჩვენ დავადგინეთ, რომ იყო ხარვეზები. თუმცა ერთმნიშვნელოვნად მტკიცდება, რომ გამოძიებაზე ზეგავლენა ზემდგომი პირების ან ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის მხრიდან არ დასტურდება“, - განაცხადა დეპუტატმა. 

ოხანაშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით არც სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ჩანს, ამიტომ ისინი ვერავის პასუხისგებაში მიცემას ვერ მოითხოვენ.

უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე რეკომენდაციებიც წარმოადგინა, რომელიც შსს-სა და პროკურატურასთან ერთად განათლების სამინისტროსაც ეხება. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ საქმეებზე წინასასამართლო ვადის გახანგრძლივებაა; ამასთან,  შსს-მ უნდა შეიმუშაოს გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი; პროკურატურა და შსს უნდა დაინტერესდნენ მირზა სუბელიანისა და მ.კ.-ს მიერ კომისიისთვის მიღებული ჩვენებებით, რადგან ისინი აცდენილია სხვა მოწმეთა ჩვენებებს; ცალკე საქმედ გამოიყოს გ.მ.-ს დაჭრის საქმე. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ანტიბულინგური პროგრამა და გატარდეს შესაბამისი რეფორმები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^