Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების გარიგება აზიის განვითარების ბანკის მიერ წლის გარიგებად დასახელდა

06 სექტემბერი, 2018 14:33

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ვაჭრობის ფინანსირების კუთხით განხორციელებული, 75 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გარიგება, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (TFP) ფარგლებში წლის სავაჭრო გარიგებად დასახელდა. გარიგება 2017 წელს Citi Bank-ის შუამდგომლობით, ასევე აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით განხორციელდა. გარიგება წარმოადგენს Citi Bank-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის ორგანიზებულ რიგით მეოთხე სინდიკაციას და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო გარიგებას, რომელიც  ვაჭრობის ფინანსირების კუთხით CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა) წევრ ქვეყნებში განხორციელდა.  

„მოხარული ვარ, ვიყოთ მონაწილე მნიშვნელოვანი კოლაბორაციისა, რომელიც  საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან ბანკებს შორის ხორციელდება. აღსანიშნავია, როდესაც ასეთი წარმატებული კომპანიები ერთად მუშაობენ, რათა შექმნან ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტები, როგორც კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის საქართველოში. სწორედ ამ გარიგებამ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეღრმავებინა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და დაგვეფინანსებინა 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება. განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ტრანზაქციები წარმოებასა და ენერგეტიკულ სექტორებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოში, ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერისთვის, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^