Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინკლუზიური განათლების პედაგოგთა საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება

06 სექტემბერი, 2018 19:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. დღეს მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსი მინიჭების საკითხი წარუდგინა.

2018 წლის 20 ივლისს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე, სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი,  სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი  400-500 ლარის ფარგლებშიგანისაზღვრება.

მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასევე იცვლება  სკოლების დაფინანსება. კერძოდ, თუ სსსმ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა,  ცვლილებების შემდეგ დაფინანსება 500 ლარი გახდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ბერლინში 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცი ...

დღეს, 21 ივნისს ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან აქცია „თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ გაიმართა. აქციის მონ ...
^