Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

07 სექტემბერი, 2018 14:30

მთელი საქართველოს ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქცია დაიწყო. გათამაშების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის წახალისება და ყოველთვიურად მათთვის 5 000, 10 000, 20 000,  50 000 და 100 000 ლარის მოგების შესაძლებლობის მიცემა. 

გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი,  2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ  გათამაშების ერთი  ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.  კონკრეტულად კი: 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12 ნოემბერსა და  10 დეკემბერს, ასევე, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება  6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000;  2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი.  სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება  100 000 ლარი.  გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის  სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით.  

ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. მოგებათა ოფიციალური ცხრილი კი გამოქვეყნდება საქართველოს ბანკის ვებგვერდზე www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge.  მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^