Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიმინოშვილი, სანიკიძე და სხვები - განათლების მინისტრმა სსიპის დირექტორები გაათავისუფლა

10 სექტემბერი, 2018 17:06

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების ხელმძღვანელები. 

კერძოდ, თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა.  ასევე თანამდებობა დატოვა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა მანანა მიქაბერიძემ. 

„განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდა არის მიზანი და ამ პროცესს ახალი საკადრო პოლიტიკა და ენერგია სჭირდება." - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

მინისტრის თქმით, ახალი ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^