Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდოს

11 სექტემბერი, 2018 14:27

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, ოფშორში,  მარშლის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია Waltbay LTD-მ იყიდოს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მთავრობის განკარგულებით.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, სს „ყაზტრანსგაზი“(ყაზახეთი) არის შპს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელი.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიმართ დაუგროვდა დავალიანება. 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, დავალიანება ფინანსთა სამინისტროს წინაშე შეადგენს  96 მლნ 684 ათას ლარს.

ასევე, განკარგულების მიხედვით,  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ სს „ყაზტრანსგაზისა“ და Intergas Finances BV-ის წინაშე  აქვს სასესხო დავალიანებები. ჯამური ოდენობა ამ დავალიანებების არის 133 მლნ 739 ათასი აშშ დოლარი.

ასევე, მინდინარეობს საარბიტრაჟო დავა საქართველოსა და სს „ყაზტრანსგაზს“ შორის, სადაც მოსარჩელე მხარე („ყაზტრანსგაზი„) საქართველოსგან ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 187 მლნ 902 ატას 597 აშშ დოლარის ოდენობით და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას.

მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ WALTBAT LTD (მარშლის კუნძულების რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია) დაინტერესებულია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის სს „ყაზტრანსგაზისგან“ გამოსყიდვით, შემდეგი პირობებით:

  • შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გათავისუფლდეს ყველა ტიპის დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან.
  • გათვალისწინებული ვალების პატიების შედეგად შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ წარმოშობილი საგადასახადო რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა
  • WALTBAY LTD-ის (მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია) მიერ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იან წილზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე პერიოდზე ნებისმიერი და ყველა საგადასახადო რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით და საარბიტრაჟო დავის საქართველოსთვის სასარგებლოდ დასრულების მიზნით, დაევალა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი განკარგულების პროექტის მომზადება და მტავრობისთვის წარდგენა,  ხოლო იუსტიციის სამინისტროს საარბიტრაჟო დავის მორიგების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება და შედეგების მთავრობისთვის წარდგენა. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^