Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე ადასტურებს, რომ პარტიის სხდომაზე მარიხუანის წარმოების საკითხზე იმსჯელეს

11 სექტემბერი, 2018 14:59

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე გუშინ პარტიის სხდომას ესწრებოდა, რომელზეც სამედიცინო მიზნით მარიხუნის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

ის ადასტურებს, რომ შს სამინისტრომ უმრავლესობას პრინციპების დონეზე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, მისი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

მისივე თქმით, ამავე სხდომაზე მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც იმსჯელეს. 

მისივე თქმით, ზუსტად როგორ სახეს მიიღებს კანონის პროექტი, მისთვის უცნობია. ასევე, „ლიბერალთან“ საუბრისას დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამ ცვლილებების ინიცირება მთავრობის მხრიდან პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^