Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო მიზნით მიარიხუანის მოყვანის საკითხს განიხილავს

11 სექტემბერი, 2018 15:26

„მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს" - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს. 

სამინისტროშ ამბობენ, რომ მთავრობის კანონპროექტი მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს და  ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით.

„მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით" - აცხადებენ შსს-ში. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე გუშინ პარტიის სხდომას ესწრებოდა, რომელზეც სამედიცინო მიზნით მარიხუნის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

ის ადასტურებს, რომ შს სამინისტრომ უმრავლესობას პრინციპების დონეზე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, მისი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

ზოიძე ადასტურებს, რომ პარტიის სხდომაზე მარიხუანის წარმოების საკითხზე იმსჯელეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^