Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შემიძლია, ზურაბიშვილის ბევრი დადებითი თვისება წამოვწიო, თუნდაც მისი წინაპრები“ - ფოფხაძე

11 სექტემბერი, 2018 15:34

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ბევრი დადებითი თვისება შეუძლია გაიხსენოს.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ მაქვს ჩემი პირადი სიმპათიები. შემიძლია, მისი ბევრი დადებითი თვისება წამოვწიო წინა პლანზე – თუნდაც მისი ძალიან დიდი წინაპრები და ის ადამიანები, ვისი შთამომავალიც არის. მისი ევროპული მენტალობა, დამოკიდებულება ევროპული კულტურის მიმართ, დამოკიდებულება ჩვენი დიასპორის მიმართ – ეს ის საკითხებია, რაც პრეზიდენტს უშუალოდ ეხება. სალომე ზურაბიშვილს თავისი ბიოგრაფიიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, შეუძლია ეს საკუთარ თავზე აიღოს და ღირსეულად განახორციელოს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^