Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია ჭავჭავაძის პრემია - ლაურეატი 12 სექტემბერს გამოვლინდება

11 სექტემბერი, 2018 15:45

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით, გასულს წელს ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაარსდა ყოველწლიური ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, რომელიც შარშან პირველად გაიცა.

წელს უკვე მეორედ გაიცემა აღნიშნული პრემია. პრემიის წლის ლაურეატს არჩევს და ასახელებს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ სპეციალურად შექმნილი, პრემიის მინიჭების განმხილველი 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც დასახელებული კანდიდატებიდან ფარული კენჭისყრით გამოავლენს ლაურეატს. საბჭო დაკომპლექტებულია საზოგადოების ცნობილი და ავტორიტეტული წარმომადგენლებით, რომელშიც შედიან:  ლია სტურუა /პოეტი/, ბაღათერ არაბული /პოეტი, მწერალი/, კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი/, ივანე ამირხანაშვილი /კრიტიკოსი, ლიტერატორი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /ფილოსოფიის ფოქტორი/ და გიორგი სავანელი /დრამის რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/. ფონდის ჯილდოს ლაურეატს გადაეცემა,  ექსკლუზიურად პრემიის ჯილდოსათვის შექმნილი ბრინჯაოს სკულპტურა „ილია ჭავჭავაძე“ (ავტორი: მოქანდაკე გია ჯაფარიძე) და ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი-დიპლომი.

როგორც ფონდის მესვეურები აცხადებენ, პრემიის მიზანია: საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობისა და მათდამი ინტერესის ზრდის სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმომადგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.  

პრემიის წლევანდელი ლაურეატი უკვე გამოვლენილია და მისი ვინაობა 12 სექტემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია კი წელს უკვე საჯაროდ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში, სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონში, 15:00-ზე გაიმართება.

პროექტის ფარგლებში ასევეა დაგეგმილი ღონისძიებები სიონის ტაძრის ეზოში (13:00), მთაწმინდის პანთეონში (15:00) და თბილისში, ილიას მემორიალურ მუზეუმში (17:00). ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ, პოეტები: თინათინ მღვდლიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, მზია ხეთაგური, თემურ ჩალაბაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი და ელგუჯა მარღია. ასევე მსახიობები, რუსთაველის თეატრიდან დარეჯან ხარშილაძე და ია სუხიტაშვილი, ნ. დუმბაძის სახ. თეატრიდან ქეთევან შერვაშიძე, ქეთი ქიტიაშვილი, გიორგი იარაჯული, ახმეტელის თეატრიდან მზია ტალიაშვილი. 12 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება კი ყველა მსურველისათვის თავისუფალია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^