Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ რა დამანგრეველი შედეგი მოჰყვება მარიხუანას“, - საპატრიარქო

11 სექტემბერი, 2018 15:57

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის თქმით, ხვალ საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია, რომელზეც იმსჯელებენ მარიხუანის დეკიმინალიზაციის უარყოფით შედეგებსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო მიზნით მიარიხუანის მოყვანის საკითხს განიხილავს.

ბოტკოველის თქმით, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემაზე კონფერენცია ჯერ კიდევ ზაფხულში დაიგეგმა, მაგრამ საპატრიარქო თავის პოზიციას მარიხუანის მოყვანის საკითხზეც დააფიქსირებს.

„ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას. ამ კონფერენციაზე ეს საკითხი, რაც ახლა გახმაურდა, ერთ-ერთი ნომერ პირველი მსჯელობის საგანი გახდება“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

როგორც „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.

„მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანის მოხმარებას ზღუდავს.

გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანის გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით" - აცხადებენ შსს-ში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^