Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ბედი ეწია მასწავლებლების სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტს

11 სექტემბერი, 2018 18:29

მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლის სახლმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებების პროექტი სამინისტროს გადასცა, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად მთავრობისთვის უნდა წარედგინათ. ცვლილებათა პროექტი მთავრობას დღემდე არ დაუმტკიცებია.

სქემაში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის მინიჭებული სტატუსის შენარჩუნებას. ამ ინიციატივას მასწავლებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად კი, მოქმედი წესის თანახმად, უფროსმა მასწავლებელმა სტატუსის მინიჭებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს 13 კრედიტქულა, ხოლო წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, სტატუსის შესანარჩუნებლად ყოველი 4 წლის განმავლობაში 17 კრედიტქულა დააგროვოს.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწია ცვლილებების პროექტს; საერთო ჯამში რამდენი პედაგოგია (უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე) ისეთი, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების პროექტი ძალაში არ შევა, უახლოეს მომავალში სტატუსის შენარჩუნების მიზნით აღნიშნული კრედიტქულები შეგროვებული უნდა ჰქონდეს.

შესაბამისი ინფორმაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოვითხოვეთ, თუმცა განგვიცხადეს, რომ სკოლის  შეფასების ჯგუფებს მასწავლებლების შესაფასებლად და მათთვის ელექტრონულ სისტემაში კრედიტების ასასახად ბოლო ვადად  განსაზღვრული აქვთ 2018 წლის 15 სექტემბერი. შესაბამისად, ამ პერიოდის ამოწურვამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრი ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა „ლიბერალს“ უთხრა, ცვლილებების პროექტის მთავრობისთვის წარდგენა მინისტრის ცვლილებამ გადაავადა. პროექტს კი მას შემდეგ წარუდგენენ მთავრობას, რაც ცვლილებების პროექტს  ახალ მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად განიხილავენ.

„ლიბერალი“ ასევე დაუკავშირდა მინისტრის მოადგილეს ზოგადი განათლების მიმართულებით ირინე აბულაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საუბარი ამ ეტაპზე გაუჭირდება და „შემდგომ კვირას უფრო რეალისტური“ იქნება.

მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა - რა ცვლილებები იგეგმება სქემაში

როგორც მარტში გახდა ცნობილი, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სქემაშია დაგეგმილი იმ დოკუმენტაციების შემცირებას ეხება, რომელიც მასწავლებელს თავისი საქმიანობის დასადასტურებლად უნდა მოემზადებინა, მათი რაოდენობა დაახლოებით 40 დოკუმენტამდე შემცირდება. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, დაგეგმილია, რომ  შეფასების ჯგუფს მასწავლებლის აქტივობის შეფასების საშუალება არა მხოლოდ სასწავლო წლის ბოლოს, არამედ სემესტრულად მიეცეს. ასევე, დაგეგმილია, რომ სქემის დოკუმენტი მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კომპონენტს აღარ მოიცავდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^