Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარიხუანის გლობალური ბაზარი, რომელსაც შესაძლოა საქართველოც შეუერთდეს

11 სექტემბერი, 2018 20:24

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო მიზნით მიარიხუანის მოყვანის საკითხს განიხილავს

მარიხუანის გლობალური ბაზრის ღირებულების შესახებ დასავლურ მედიაში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გვხვდება - Reuters-ის მიერ 2018 წლის იანვარში მომზადებული სტატიის თანახმად, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Grand View Research ვარაუდობს, რომ მსოფლიო სამედიცინო მარიხუანის ღირებულება 2025 წლისთვის 55,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Vice Money-ის მიერ 2017 წლის მაისში მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით კი მარიხუანის მსოფლიო ბაზრის ღირებულება შესაძლოა 200 მლრდ დოლარსაც შეადგენდეს, რომლის 50% სამედიცინო მარიხუანაზე მოდის. 

ამავე გამოცემის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 29 ქვეყანა აღიარებს სამედიცინო მარიხუანას, თუმცა მხოლოდ ორ მათგანს, კანადასა და ნიდერლანდებს გააქვს სამედიცინო მარიხუანა ექსპორტზე. 

მარიხუანის ექსპორტიორები დიდ იმედს ამყარებენ გერმანიაზე, სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალური 2017 წელს გახდა. DW-ს მიერ 2018 წლის იანვარში მომზადებული სტატიის თანახმად, ლეგალიზაციის შემდეგ მარიხუანაზე მოთხოვნა მზარდია და დეფიციტის გამო მომხმარებლებს მათი შეძენა ძვირად უწევთ.

The Telegraph-ის მიერ 2018 წლის მარტში მომზადებული პუბლიკაციის თანახმად, გაეროს ანგარიშში მითითებულია, რომ ბრიტანეთი, მიუხედავად აკრძალვისა, ლეგალური მარიხუანის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. 

გაეროს კვლევაზე დაყრდნობით გამოცემა მიუთითებს, რომ 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა 95 ტონა ლეგალური მარიხუანა აწამოა, ორჯერ მეტი, ვიდრე 2015 წელს. 

„დიდი ბრიტანეთის წარმოება ამჟამად მსოფლიო წარმოების თითქმის ნახევარს, 44,9%-ს უტოლდება. ანგარიშის თანახმად, წარმოების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა კანადა 80,7 ტონის წარმოებით. მას მოსდევს ნიდერლანდები წარმოების 16,4%-ით.

2018 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბაზარზე ექსპორტიორებისთვის კონკურენციის გასაწევად ავსტრალია ემზადება. Reuters-ის თანახმად, ავსტრალია შესაძლოა მეოთხე ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც  სამედიცინო მარიხუანის ექსპორტს დაუშვებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთვი 2"-ის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" არ გაიყიდა“ - ამის შესახებ განცხადება არხის მფლობელმა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 14 აგვისტოს ბრძანება გამოსცა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამდენიმე ც ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
^