Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოსი იაკობი: დიდი შეცდომაა მარიხუანის წარმოება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ უფიქრიათ

12 სექტემბერი, 2018 11:01

„ვფიქრობ, დიდი შეცდომაა მარიხუანის წარმოება. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საერთოდ არ უფიქრიათ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იმავეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა.

„ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. შევხედოთ და ვნახავთ. ფაქტები თავისთავად მეტყველებს რაღაცაზე", - განაცხადა მან. 

„მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს" - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს. 

სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობის კანონპროექტი მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს და  ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი, სისხლის სამართლის წესით.

შსს: მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო მიზნით მიარიხუანის მოყვანის საკითხს განიხილავს

„ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ რა დამანგრეველი შედეგი მოჰყვება მარიხუანას“, - საპატრიარქო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ჩანაწერებს აქვეყნებს.  ჩანაწერის ...
24 სექტემბერი
24 სექტემბერი

ზალკალიანი: მოგერინის მხრიდან მაღალი შეფ ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგ ...
24 სექტემბერი
24 სექტემბერი

სასამართლომ დამნაშავედ ცნო შვილი, რომელი ...

თბილისის საქალაქო  სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  & ...
^