Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი ახალ კანონპროექტზე: კანაფის მოყვანა და წარმოება მკაცრად დარეგულირდება

12 სექტემბერი, 2018 11:07

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მომზადებულ კანონპროექტს, მარიხუანის მოხმარების შესახებ, მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ, შემდეგ კი პარლამენტს გადაუგზავნიან.

„კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ამავე დროს ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდების მიერ მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად დაისჯება ამავე დროს ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ამ იდეის პოპულარიზაციას 21 წლამდე პირებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის. შეგახსენებთ, რომ მარიხუანის გასაღება არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის არის დასჯადი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის თქმით, კანაფის მოყვანა და სამედიცინო მიზნით წარმოება მკაცრად რეგლმენტირებული იქნება.

„რათა მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^