Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას" - პრემიერი აგვისტოს ომზე

12 სექტემბერი, 2018 11:11

„გუშინ არ მომისმენია, ქალბატონმა სალომემ რა თქვა. რუსეთი არის აგრესორი. მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

გუშინ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ეს არ დაწყებულა 2008 წელს. ეს დაიწყო გაცილებით ადრე. იმ დღიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა.

„რა თქმა უნდა, რუსეთი აგრესორია. მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოსახლეობა გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება.

სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა, საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხარს ვუჭერთ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირი, რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ასევე გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს არაერთხელ ავხსენი“, - თქვა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^