Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: ვინც რუსეთის აგრესიას გაამართლებს, არის ისტორიის ბნელ მხარეს, რუსეთის მხარეს

12 სექტემბერი, 2018 11:14

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნებისმიერი, ვინც ცდილობს, გაამართლოს რუსეთის აგრესია საქართველოში, არის რუსეთის მხარეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა - 2018" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატივს სცემს შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის.

„მე პატივს ვცემ ინსტიტუტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით. რთულია სიტუაცია სასამართლოებთან დაკავშირებით. მას მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ეს არ უნდა გამართლდეს. ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის ისტორიის ბნელ მხარეს, ის არის რუსეთის მხარეს. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ იარაღი უჭირავთ და იცავენ მოქალაქეებს, როცა ისინი იბრძვიან. მათ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროე ...

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს.& ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმო ...

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან და ...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოე ...
^