Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია მარიხუანის წარმოებაზე: აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო

12 სექტემბერი, 2018 12:35

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მარიხუანის წარმოების რეგულირებაზე განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სააგენტო, რომელიც მარიხუანის მოყვანის, წარმოების და გადამუშავების სალიცენზიო პირობებს, ტარიფებს და ა.შ. განსაზღვრავს. მინისტრის თქმით, სპეციალიზებული სააგენტოს მკაცრი კონტროლის მექანიზმებიც ექნება.

„რეგულაციების ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც მოხდება სალიცენზიო პირობების დადგენა კონკრეტულ შემთხვევებში და კონკრეტულ პირობებში, ასევე სხვადასხვა სახის საქმიანობებზე იქნება სხვადასხვა ლიცენზიები, ეს არ შეიძლება იყო მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, ეს შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი და სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია ეფექტური კონტროლის მექანიზმები, კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და ყველასთვი გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომ განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, ის კონკურისის სახეობები, რომლითაც ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ.“, - განაცხადა გახარიამ. 

პრემიერი ახალ კანონპროექტზე: კანაფის მოყვანა და წარმოება მკაცრად დარეგულირდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^