Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

12 სექტემბერი, 2018 12:49

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს.

კომპანიაში ამბობენ, რომ სწავლებას „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კურსები ჩატარდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის“ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები:

  • შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას
  • გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს
  • მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა)
  •  ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას

„სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე, "- ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში. 

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^