Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე „იბერიაზე“: „ომეგას“ ტელევიზიის ფლობის გამო, დავალიანებას ვერ ჩამოვაწერთ

12 სექტემბერი, 2018 13:08

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, „ომეგამ“ 51-მილიონიანი დავალიანება უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის აქციონერები ტელეკომპანია „იბერიას“ ფინანსურად უზრუნველყოფენ.

პრემიერმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაუვადა თამბაქოს მწარმოებელ კომპანიას სანქციები, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში „ომეგას“ დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა და მათ ამ თანხის გადახდა მოუწევთ.

პრემიერი უარყოფს, რომ „ომეგასთან“ დავა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

„თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ. არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით.

მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა, აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი სტრუქტურები იზრუნებენ, რათა შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას, განაგრძოს საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანებაც.

მამუკა ბახტაძე ასევე გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებეულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც ყოფილი მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი „ომეგასთან“ მოლაპარაკებასა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მონაწილეობით მისთვის დავალიანების არალეგალური გზით ჩამოწერაზე საუბრობს.

ბახტაძის თქმით, ლევან ყიფიანი„საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის პერიოდში მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობაში სამუშაოდ გადმოსვლის შემდეგ ყიფიანთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია

„ლევან ყიფიანი, ალბათ, სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი. მე „საქართველოს რკინიგზაში“ გენერალური დირექტორი ვიყავი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ნამდვილად ვერ დავნიშნავდი. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მე მთავრობაში გადმოვედი სამუშაოდ, ბუნებრივია ასეთი კომუნიკაცია ნამდვილად არ ყოფილა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^