Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 200 ათას ლარამდე იზრდება

12 სექტემბერი, 2018 13:12

ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. შესაბამის ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას რეგულაციაში, რომლის თანახმადაც, 100 000-ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს. მხედველობაში მაქვს ე.წ. ამხანაგობები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც დაფიქსირდა 2016-2017 წლებში. ლარიზაცია ჩვენი სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შექმნის და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოზიციებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ და ეს ნაბიჯი არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება ამ გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^