Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: მშპ-ში განათლების სექტორის წილი ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს

12 სექტემბერი, 2018 14:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა განათლების სისტემის რეფორმირებას გეგმავს. ცვლილებებთან ერთად, პრემიერის აზრით საჭიროა, ამ სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ჰქონდეს.

პრემიერის თქმით, განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა შორის. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა პრემიერმა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორმა 5%-ზე ნაკლები დაიკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროე ...

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს.& ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმო ...

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან და ...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოე ...
^