Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა ქუთაისში აქციის ფონზე წარიმართა

12 სექტემბერი, 2018 17:01

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ქუთაისში აქციის ფონზე შეხვდა. 

„ტელეკომპანია რიონის“ ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის კანდიდატურა ტრანსპარანტებითა და შეძახილებით გააპროტესტეს. 

სალომე ზურაბიშვილი: მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად

„მოვდივარ ჩემი გამოცდილებით. ამაზე დიდხანს არ ვილაპარაკებ, რადგან ცოტა უხერხულია, მაგრამ ეს არის 30 წელი საერთაშორისო დიპლომატიურ კარიერაში გატარებული; ეს არის მრავალი წელი, როგორც პროფესორ-მასწავლებელი, ერთ-ერთ წამყვან საფრანგეთის უნივერსიტეტში;, ეს არის გამოცდილება პირდაპირი და უშუალო, პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც დღეს არსებობს - ის ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან გვჭირდება და იმ საკითხებში, რომელშიც ამ ქვეყანას ყველაზე ძალიან უჭირს და სადაც ასევე გვჭირდება, რომ ჩვენი გზა გავაკვლიოთ.

ასევე, გამოცდილება ქვეყნის შიგნით - მხოლოდ გარედან რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ გარდა იმ საქართველოსი, რომელსაც შიგნით ვატარებდი, ამ ქვეყანაში ვიცხოვრე, პრაქტიკულად, 16 წელი და ყველაფერი განვიცადე იმ ძალიან საინტერესო, ზოგჯერ ძალიან რთული, მეტადრე დასაწყისში, როცა არ ვიცოდი და ვერ ვერკვეოდი ამ ქართულ პოლიტიკაში და ყველა გამოცდილება ქართული პოლიტიკიდან მივიღე თავისი მეგობრებით, ვინც გამტყუნებს, თავისი ქუჩაში დგომით, არჩევნებში მონაწილეობით და გაყალბებასთან ბრძოლით, თავისი მინისტრობით და ბოლოს საპარლამენტო გამოცდილებით. აქედან არაფერს ვნანობ. იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ გავლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მომტანი და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ დღეს აქ თქვენ წინაშე ვდგავარ“, - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა.

ფოტო: „ქუთაისი პოსტი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

IPN, რ2, 1TV: 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ...

გორში, კულტურისა და დასვენების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ვანში სახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვ ...

ვანში, სოფელი ბზვანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალის სოცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებ ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

კვაჭანტირაძის განცხადებით, ზურაბიშვილის ...

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის Facebook-პოსტი ხატია ბუნია ...
^