Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კვიციანის ინიციატივას დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებაზე

12 სექტემბერი, 2018 17:20

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გამართულ სხდომაზე განიხილეს პარლამენტარ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 12 აგვისტოს დიდგორობის აღსანიშნავად უქმე დღედ გამოცხადებას ეხებოდა. 

საპარლამენტო კომიტეტმა კვიციანის მიერ წარდგენილ, „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი.

ინიციატორის განმარტებით, 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს. 

„დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღე. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტში ერთხელ უკვე განიხილეს პარლამენტარის, ნუკრი ქანთარიას მსგავსი შინაარსის ინიციატივა. როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, აპარატის იურისტის ოთარ ბეჟიტაშვილის განმარტებით, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე შინაარსის კანონპროქტი შემოდის, მიიღებენ მას, რომელსაც პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით უფრო ადრე მიიღებენ, ხოლო შემდეგში ანალოგიური შინაარსის მქონე კანონპროექტი ჩავარდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^