Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნატო ჩხეიძე: „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლები პრემიერ-მინისტრს ზაფხულში შევხვდით

12 სექტემბერი, 2018 17:44

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილე და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ დამფუძნებლები პრემიერ-მინისტრს ზაფხულში შეხვდნენ და ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. 

როგორც ნატო ჩხეიძემ „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ის, რომ პრემიერს დეტალური ინფორმაცია ჰქონოდა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. 

„შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ მანამდე, პრემიერსა და ფინანსთა სამინისტროსთან მიწერილი წერილებით არანაირი შედეგი და გამოხმაურება არ იყო. ვიფიქრეთ, რომ პირადად გვეცნობებინა მისთვის შექმნილი ვითარება. შეხვედრისას, ჩვენ აღვნიშნეთ, ვაცნობეთ, რომ ფაბრიკა გაჩერებულია და აუცილებელია, აქციზური მარკები გასცეს ფინანსთა სამინისტრომ და ასევე ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცოს შეთავაზებული გრაფიკები. იმსჯელონ, მოიწვიონ კომისია და ეს კანონით გათვალისწინებული წესები შეასრულონ.

პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მარკების გაცემა არ არის პრობლემა და თურმე მისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ამ თანხაში საურავებიც ყოფილა და ბატონმა პრემიერმა ორჯერ გაგვიმეორა, რომ საურავების საკითხში ისინი მოქნილები არიან. მართალი გითხრათ, მაშინვე ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს მოქნილობა, მაგრამ ახლა უკვე ნათლად ვხვდები, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავხდით შესაბამისად მოქნილები და ვერ გადავეცით ტელევიზია და არ მივეცით კონტრიბუცია,“ - განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ცნობით, ნატო ჩხეიძემ. 

პრემიერმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „ომეგამ“ 51-მილიონიანი დავალიანება უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის აქციონერები ტელეკომპანია „იბერიას“ ფინანსურად უზრუნველყოფენ. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაუვადა თამბაქოს მწარმოებელ კომპანიას სანქციები, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში „ომეგას“ დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა და მათ ამ თანხის გადახდა მოუწევთ.

მამუკა ბახტაძე „იბერიაზე“: „ომეგას“ ტელევიზიის ფლობის გამო, დავალიანებას ვერ ჩამოვაწერთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^