Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ „იბერიის“ შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

12 სექტემბერი, 2018 17:52

თბილისის პროკურატურამ „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, გამოძიება დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების საფუძველი გახდა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა და საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

უწყების ცნობით, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი გუშინ უარყო ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ასევე ფიგურირებს.

„გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჩანაწერიდან ჩანს, რომ, სავარაუდოდ, უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა, სანაცვლოდ კი 2 მლნ დოლარს ითხოვდა. 

სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი: „2 მილიონი დოლარი კაცო? 

სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი: „ხო ნუ, რომ შეთანხმდება რა. აქედან ერთი მილიონი წავა იმაში, ბიუჯეტში... და ნაწილი იმ ხალხთან, ვინც გვემუშავა". 

სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი: მაგისი ის, რომ იყოს, ხომ ბიუჯეტში გადავიხდიდი. 

სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი: წლის ბოლომდე რა და მერე ის გრაფიკი ვამუშაოთ რა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^