Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ცხადაძე: 2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში gwp თბილისში 350 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

13 სექტემბერი, 2018 15:20

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 4000 კმ წყალსადენისა და  წყალარინების ქსელს მართავს. კომპანიის პრიორიტეტია მოსახლეობის უზრუნველყოფა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით.  დღემდე კომპანიამ ამორტიზებული ქსელის 700 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა, შედეგად  ქსელზე დაზიანებების რაოდენობა 35 %-ით შემცირდა და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე კომპანიამ   200 კმ -ზე მეტი სიგრძის ახალი ქსელი განავითარა თბილისის ისეთ დასახლებებში, სადაც   წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა. 

“კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 500 000 აბონენტს 24 საათიან რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყლით  ამარაგებს. დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს პროცესებს ვმართავთ, რაც გულისხმობს  მდინარე არაგვის ხეობიდან წყლის მოპოვებას, წყლის დამუშავებას და გაფილტვრას, მაგისტრალური წყალდენების საშუალებით წყლის ტრანსპორტირებას და დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტად, სასმელი  წყლით უზრუნველყოფას.
 
ბოლო სამ წელიწადში წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით თბილისის 400 ქუჩაზე შევცვალეთ  ამორტიზებული ქსელი.  2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში  ინფრასტრუქტურულ პროექტებში 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ და  თბილისში 350კმ სიგრძის  წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად განვაახლებთ.” - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  ორიენტირებულია სამ მთავარ  მიმართულებაზე: ეს არის   წყალმომარაგების მაღალი ხარისხის  ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა  და   დარგის სპეციალისტების განვითარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^