Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს 10 000-მდე მასწავლებელი მიიღებს

14 სექტემბერი, 2018 11:29

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს აკადემიაში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება. მისი თქმით, 2018-19 წლებში  ხელფასი 10 000-მდე მასწავლებელს გაეზრდება.

„პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ”, – განაცხადა მან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეც.მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

მისივე თქმით, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი  - 2000 ლარს და მეტს.

 როგორც რეფორმის წარდგენისას ითქვა, რეფორმა განათლების ხუთივე მიმართულებით გატარდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 იანვარი
20 იანვარი

არა, ქიმიურ ტერმინალს; ნუ დანაღმავ ქალაქ ...

„არა, ქიმიურ ტერმინალს; ნუ დანაღმავ ქალაქს“ -  აქციის მონაწილეები ბათუმში,  პორტის მიმდებარე ტერიტ ...
20 იანვარი
20 იანვარი

სასამართლომ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებ ...

დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ ორ თანამშრომელს, თორნიკე ტა ...
20 იანვარი
20 იანვარი

გუდაური -კობის მონაკვეთზე ქარბუქის გამო ...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,   გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქის და შეზღუდულ ...
^