Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბატიაშვილი: 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი

14 სექტემბერი, 2018 11:56

2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ეროვნული გამოცდების სისტემა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეფასდება.

„შესაბამისად, სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას; ასევე - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისც მინისტრის თქმით, არაერთი პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მარტი
20 მარტი

ქალბატონი თინა ბევრ უსაფუძვლო განცხადებე ...

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ...
20 მარტი
20 მარტი

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკ ...

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკურატურასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე და ...
20 მარტი
20 მარტი

„ჩემს სისტემაშიც მოიტანა რამდენიმემ ცნობ ...

„ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, რომ მე „გირჩის“ მიმდევარი ვარო ...
^