Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი - „შევქმნით ალტერნატიულ განათლების სისტემას"

14 სექტემბერი, 2018 14:01

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე „გირჩის“ კიდევ ერთი ინიციატივა დააანონსა, განათლების სისტემის შესახებ.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დღეს პრემიერმა და განათლების მინისტრმა დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეს იყო „სტანდარტული წყალი“.

„ჩვენ მოვისმინეთ სტანდარტული წყალი. მათ შორის, მოვისმინეთ უშინაარსო დაპირებები და ვნახეთ დადგმული სპექტაკლი იყალთოში პატრიოტული ელემენტებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

„გირჩის“ ახალი ინიციატივა კი გულისხმობს ალტერნატიული განათლების სისტემის შექმნას. 

„განათლების სფეროში არის ყველაზე კრიტიკული პრობლემები. ჩვენი აზრით, ეს არის სფერო რომელშიც ჩვენ ყველა ვხარჯავთ მილიარდებს და ვღუპავთ შვილებს. განათლების სფერო არის ის სფერო, რომელმაც გაანადგურა თაობები და დღესაც ასევე ანაგურებს და ეს იცის ყველა მშობელმა.

ჩვენც გვყავს შვილები. ჩემი შვილი, რომელიც ახლა ხდება 5 წლის და პრინციპში მინდოდა სკოლაში წაყვანა, მაგრამ სახელმწიფომ არ მომცა ამის საშუალება. არ ვაპირებ, რომ ამ სისტემაში შევიყვანო.  ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და არ ვაპირებთ, საკუთარი შვილები მივანდოთ ამ სისტემას.

ამიტომ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითად სახელწოდება აქვს „თავისუფალი განათლება“ და ჩვენ შევქმნით ამ ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას. ეს იქნება თავისუფალი განათლების სისტემა, რომელშიც მივიყვანთ ჩვენს შვილებს და მოიყვანენ ის ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რა საზიანოა მათი შვილებისთვის არსებული განათლებს სისტემა.

ორშაბათს, საღამოს 8 საათზე ჩვენ გვექნება ამ პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოვიდეს და დასვას შეკითხვები. დასწრება არის ფასიანი და ბილეთების შეძენა არის შესაძლებელი ონალინ. ამ პროექტის მიზანი არის არა მხოლოდ ალტერნატიული განათლების სისტემის შექმნა, არამედ არსებულის გათავისუფლება სახელმწიფოს მარწუხებისგან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^