Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეუტყობინებლობისთვის დაკავებული თენგიზ კალანდია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

14 სექტემბერი, 2018 15:18

თენგიზ კალანდიას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იყო დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და საპატიმრო დაწესებულებიდან აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს.

„ევროპული საქართველოს" და ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთო კახიძემ, როგორც „ლიბერალს" უთხრა, ეს იმიტომ მოხდა, რომ სასამართლო პროცესი საგანგებოდ გაწელეს, და კალანდიას 9-თვიანი ვადა ეწურებოდა.

კანონით, წინასწარი პატიმრობის უმაღლეს ვადად სწორედ 9 თვეა განსაზღვრული. 

თენგიზ კალანდია 4 დეკემბერს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტის, მ.კ.-ს მამაა.

კალანდიას ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით კი მოსამართლემ ვერ დაინახა თენგიზ კალანდიას წინასწარ პატიმრობაში დატოვების საჭიროება და ამიტომ გაათავისუფლა, მისი თქმით, არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ კალანდია მიიმალება, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს და ა.შ. ადვოკატმა „ლიბერალთან საუბარში აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო სახელმწიფომ დამატებითი ხარჯი გაიღოს კალანდიას პატიმრობისთვის, ვინაიდან მისი შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის ხარჯს სახელმწიფო წევდა, ახლა კი მას თავად მოუწევს სასამართლოში გამოცხადების ხარჯის გაღება და ესეც მნიშვნელოვანი არგუმენტია მის გასათავისუფლებლად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^