Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კოკა-კოლას კონტრაქტი პოლიტიკური ფიგურისთვის ფულის შეწირვას გვიკრძალავს“- თემურ ჭყონია

14 სექტემბერი, 2018 16:08

„კოკა-კოლას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია bm.ge -თან საუბარში აცხადებს, რომ „კოკა-კოლას“ კონტრაქტით არ აქვს უფლება, პოლიტიკურ ფიგურას ფული შესწიროს. 

თემურ ჭყონია ამბობს, რომ  „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა, როგორც ფიზკურმა პირმა, ისე შესწირა. 

„ვახტანგს ნათესავები ჰყავს საფრანგეთში და იქიდან იცნობს სალომეს, ხოლო, როგორც ასეთი, კომპანია „კოკა-კოლას“ არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიტიკურ ფიგურას ფული შესწიროს, ამას ჩვენი კონტრაქტიც გვიკრძალავს“ - აცხადებს ჭყონია bm.ge-თან საუბარში. 

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი თანხა 50 ათასი დოლარი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ  შესწირა. საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს. 

სალომე ზურაბშვილმა თავის თავს 40 ათასი დოლარი შესწირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგა ...

„საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის რეორგან ...
15 ივლისი
15 ივლისი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები ...

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათ ...
15 ივლისი
15 ივლისი

„მაკნატუნას“ დირექტორი კომპანიის შემოწმე ...

შპს „მაკნატუნას“ დირექტორი ემზარ სოხაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოებულ ...
^