Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემი შვილის მკვლელს ხელს აფარებენ“ - მოკლული თორნიკე მერებაშვილის დედა

14 სექტემბერი, 2018 16:05

დღეს სოფელ ხელთბუნის მცხოვრებლებს  გორის ავტობანი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილებმა საპროტესტო მსვლელობით გორის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები ხელთუბანში მოკლული 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

მოკლულის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

დაღუპულის მამა, მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია. მამის ინფორმაციით, სიკვდილამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. 

„ესენი მუშაობენ სულ სხვა რამეზე და მე ვიცი, რომ ჩემი შვილი მოკლეს  და მალავენ მკვლელს. მოვითხოვ შს სამინისტროსგან, მოვიდნენ აქ მაღალჩინოსნები, გენერალური პროკურორი, შემხვდნენ, რომ ავუხსნა ყველაფერი. მე დასაკარგი არაფერი ამქვს.

ვაფრთხილებდი ორი თვე. ყველაფერი გააკეთეთ, რომ მერე რამე ზღაპარი არ მოიგონოთ. არ გავჩერდები. ამხელა სოფელი გამოვიდა. დამნაშავის დასჯას მოვითხოვ დაუყოვნებლივ. ამათ იციან, რა მოხდა. შს სამინისტრო მალავს. თავი აქვს გახეთქილი, ეგ გადატარებით არ ხდება.“ - განაცხადა აქციაზე მოკლული თორნიკე მერაბაშვილის მამამ.

„სამი თვეა სამართალს ვეძებთ. მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. პატარა ბავშვებს ხელით შეეხნენ. ეჭვი გვაქვს რომ ვიღაცას აფარებენ ხელს. მკვლელს ხელს აფარებენ.

მთელი სოფელი გვერდზე მიდგას, გარდა იმ არამზადებისა ვინც იმ მკვლელებს უდგას გვერდზე. ვინც სიმართლეს იცის და არ ამბობენ სიმართლეს.“ - განაცხადა აქციაზე გარდაცვლილის დედამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^