Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც ახლა ხდება" - უსუფაშვილი მარიხუანის შესახებ შსს-ს კანონპროექტზე

14 სექტემბერი, 2018 17:54

„შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა შსს-ს კანონპროექტზე მარიხუანის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის წინააღმდეგია მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმის, მაგრამ ეწინააღმდეგება იმასაც, რაც ახლა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. 

„მარიხუანის მოხმარებისთვის ციხეში ადამიანები არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ყველაფერ დანარჩენის, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა, რითაც ეკონომიკა არ გაძლიერდება და ნარკომანიასაც ვერ შეებრძოლებიან. 

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ მარიხუანის კულტივაცია და წარმოება უნდა მოხდეს ეკონომიკური მიზნებით, როგორც სიმინდის, ლობიოსი და ჟოლოსი. ეს არის კატასტროფული შეცდომა. ამით ვერც ეკონომიკას გავაძლიერებთ და ვერც ნარკომანიას შევებრძოლებით, რადგან მოსახლეობის მხრიდან ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ნარკოტიკის დაშვება. ყველაფერთან ერთად ამ ინიციატივით გამოდის შსს. ანუ როდიდან გახდა შსს ქვეყნის ეკონომიკასა და შემოსავლებზე მზრუნველი ორგანო?! მე მგონი პრემიერ-მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და აგვიხსნას, ამის იმედით მოვიდა ხელისუფლებაში?! ეს არის ყოვლად მიუღებელი!", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

12 სექტემბერს შსს-მ მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტი 
მთავრობას წარედგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^