Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონგრესის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე

14 სექტემბერი, 2018 22:30

აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის დამგმობი რეზოლუცია 12 სექტემბერს წარედგინა.

რეზოლუცია (H. Res. 1030) გმობს სირიის მიერ საქართველოს სეპარატისტული, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.

ორპარტიული რეზოლუციის ინიციატორია ფრენსის რუნი (რესპუბლიკელი, ფლორიდის შტატი) და მას ჰყავს 6 თანაინიციატორი კონგრესმენი ორივე პარტიიდან.

რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას.

რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიაში მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოს საიმედო პარტნიორობას.

რეზოლუციის მნიშვნელობა დაადასტურა აშშ-ში საქართველოს საელჩომ, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი და მთავარი ასპექტები გაავრცელა.

„ამერიკის ხმის" მასალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი ...

მთელი საქართველოს ბანკმა JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბი ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

სააპელაციო სასამართლომ წარსულში ჯაშუშობი ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ წარსულში ჯაშუშო ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

„პოლიტიკური მოტივაციაზე ვერაფერს ვიტყვით ...

ენმ-ის ოფისში აცხადებენ, რომ ონში მათი პარტიის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტზე ჩხუბის მოტივი მათთვის უცნობია. შემთხვევ ...
^