Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოსი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება

17 სექტემბერი, 2018 13:15

„ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა. მისი თქმით, კანონპროექტის უკან ფინანსური ინტერესები დგას. 

ქორეპისკოპოსმა ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა 15 სექტემბერს თქვა  რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში თვითონ იქნება.

„შეიძლება, თუ ვერ გაიმარჯვა, იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას (მაგის) აიღებს... რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები მიჰყავთ. კარგად ვიცი, რა ხდება და ეს პიარტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^