Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის“ რედაქტორ ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის შესახებ ქარტია განცხადებას ავრცელებს

18 სექტემბერი, 2018 15:46

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ლიბერალის” რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე, თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

„ლიბერალის" რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ - თავდამსხმელები არც დაუკითხავთ

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა, დაუყოვნებლივ მიანიჭოს ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი (მას ამ დრომდე მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს), რადგან აღინიშნება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ცნობილია დაზარალებული და სავარაუდო დამნაშავეები.

„დაზარალებულის სტატუსი ვარდიაშვილსა და მის ადვოკატს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქმის მასალებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მისი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, ასევე, დააკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს, იცოდეს, „ლიბერალის” რედაქტორზე თავდასხმა უკავშირდება თუ არა მის პროფესიულ საქმიანობას.

ქარტია მიმართავს შესაბამის უწყებებს, დროულად და ადეკვატურად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ყველა ქმედება და მედიას და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ, "- ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ლიბერალის“ რედაქტორზე სავარაუდო თავდამსხმელების დაკითხვა მიმდინარეობს - შსს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^