Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუგული მაღრაძე: თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭიროს ჩიბუხი, ბოლის ამოსვლა აუცილებელი არაა

18 სექტემბერი, 2018 17:23

საქართველოს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, თეატრალური წარმოდგენისას სიგარეტის ან ჩიბუხის გამოჩენა საკმარისია და მისი მოწევა საჭირო არ არის. „თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ბოლი რომ ამოდიოდეს, ეს აუცილებელი არ არის“, - თქვა აკაკი ზოიძის მიერ წარდგენილი ცვლილებების შესახებ გუგული მაღრაძემ.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. სწორედ ეს ინიციატივა გააკრიტიკა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ.

„თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს. თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ბოლი რომ ამოდიოდეს, ეს აუცილებელი არ არის.

ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრულ-შემოქმედებითი განზრახვისთვის ეს აუცილებლობა არ არის. ასევე, უკან დახევად შეიძლება მივიჩნიოთ, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები გარკვეულწილად შემსუბუქდება. დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულ რეგულაციებს, როგორც აღსრულების პრაქტიკით გამოჩნდა, გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მათ შორის თეატრალური წარმოდგენისას რეჟისორის ჩანაფიქრის განხორციელებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^