Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალის“ რედაქტორ ზურა ვარდიაშვილზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს

19 სექტემბერი, 2018 12:56

„ლიბერალის“ რედაქტორზე, ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე დააკავეს. 

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის“ რედაქტორს - ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თავდამსხმელის ვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები. ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს თქმით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ ვარდიაშვილს თავს შაბათს, საღამოს 20:30 საათზე, დაესხნენ. მას 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. 

ზურაბ ვარდიაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული. 

დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მიმავალი ორი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და ვარდიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ლიბერალის“ რედაქტორ ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის შესახებ ქარტია განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^