Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშვენიერაძე: მინისტრის ბრძანება ხორბლის იმპორტზე არაკონსტიტუციურია. ამ ნორმას გავასაჩივრებთ

19 სექტემბერი, 2018 17:33

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, ხორბლის ავტოსატრანსპორტო გზით შემოტანის აკრძალვის შესახებ. მშვენიერაძე აცხადებს, რომ GDI აღნიშნულ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს „რადგან ეს რეგულაცია ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30.2 და 21-ე მუხლებს“.

მშვენიერაძის თქმით, ამ ბრძანებით 2000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილის მძღოლს მოუწევს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა, ხოლო ათობით იმპორტიორს - რკინიგზის ძვირადღირებული მომსახურებით სარგებლობა, რაც ასევე გამოიწვევს კვერცხისა და ქათმის ხორცის გაძვირებას.

„რა ჰქვია სახელმწიფოს ამ ქცევას, როცა ის ართმევს აწყობილ ბიზნესს ათასობით ადამიანს და აძლევს მონოპოლიას თავის კომპანიას (საქართველოს რკინიგზას)?“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან (გეზ-თან) ხორბლის იმპორტიორთა საპროტესტო აქცია გრძელდება. გეზ-ის მუშაობა ამ დრომდე შეზღუდულია. ასობით იმპორტიორი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს. მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბრძანების მიხედვით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა  მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. 

ხორბლის იმპორტიორები მთავრობას ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და დღეს, 19 სექტემბრის საღამომდე აძლევენ ვადას, ბრძანების გასაუქმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომაგისტრალების გადაკეტვით იმუქრებიან. 

„3000 ადამიანი შემოსავალს დაკარგავს, გაძვირდება პროდუქტი“ - ხორბლის იმპორტიორების პროტესტი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^