Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს პირი, რომელსაც 25 წლის გოგო ძალადობაში ადანაშაულებს

19 სექტემბერი, 2018 17:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება 25 წლის გოგოს განცხადებაზე, რომელიც უკვე 10 წელია, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობს. 

მის შესახებ სტატია „ლიბერალმა" ორი კვირის წინ მოამზადა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისთვის უცნობი მამაკაცი წლებია, ემუქრება და მისგან შანტაჟისა და ადევნების მსხვერპლია. ამგვარი ზეწოლის გამო, ახალგაზრდა ქალმა მიატოვა სამსახური, სასწავლებელი და რამდენიმე თვეა, საზღვარგარეთ წავიდა, რადგან ყოველდღიურ შიშში ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. უცხო ქვეყანაში წასვლა გამოსავალი არ აღმოჩნდა, რადგან მოძალადისგან ოჯახის წევრებზე მუქარა, მის მიმართ შანტაჟი და შეურაცხყოფა არ შეწყვეტილა.

ოჯახმა პოლიციაში განცხადება 20 ივნისს შეიტანა, თუმცა ამ დრომდე პოლიციას აღნიშნული პირი არც გამოუკითხავს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას ითვალისწინებს. 

25 წლის გოგოს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

10-წლიანი ძალადობის ისტორია - 25 წლის გოგო გამოსავალს ეძებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^