Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთთან დიალოგზე ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის სტიმულის მომცემია - ბახტაძე Fox News-ზე

20 სექტემბერი, 2018 11:16

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის შესახებ ჩვენთვის სტიმულის მომცემია - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ Fox News-ის შეკითხვას, თუ რამდენად ეთანხმება ტრამპის კრიტიკოსების მოსაზრებას, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ საკმარისი სიმკაცრე არ გამოიჩინა. 

„ჩვენთვის სტიმულის მომცემია პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის შესახებ, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია რეგიონული კონტექსტიც, რადგან დაძაბულობა იზრდება. პირდაპირი ურთიერთობა რუსეთთან, ყველაზე მაღალ დონეზე რაც კი შესაძლებელია, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურად და ნაყოფიერად უნდა შეფასდეს" - თქვა პრემიერმა. 

შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალისტურია საქართველოს მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ბახტაძე პასუხობს, რომ „ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელი ხაზია".

„ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილია. NATO-ს წევრობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობებზე მეტს ვაკეთებთ. ჩვენი ეკონომიკა არ არის დიდი. ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ვხარჯავთ თავდაცვაზე. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან და ჩვენი მეგობრობა ბრძოლებში გამოიცდება. ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენი პროცენტულად ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ ამ მისიებში" - თქვა ბახტაძემ. 

ჟურნალისტმა ბრეტ ბეილერმა ამერიკელი მოსახლეობის შიშზე ისაუბრა, რომ კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამო, შესაძლოა, აშშ მესამე მსოფლიო ომის თანამონაწილე გახდეს. 

ბახტაძემ აღნიშნა, რომ „თუკი საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ეს ჩვენს რეგიონს უფრო პროგნოზირებადსა და მდგრადს გახდის, რაც რუსეთის ინტერესებშიცაა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^