Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორბლის იმპორტიორთა აქციის მონაწილე თვითმკვლელობით იმუქრება

20 სექტემბერი, 2018 12:05

ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა და ბენზინი გადისხა, ის თავისს დაწვით იმუქრება - ამის შესახებ „ლიბერალს“ აქციის ერთ-ერთმა მონაილემ უთხრა. გადაზმიდავი აპროტესტებს ფინანსთა სამინისტროსთან გამართული მოლაპარაკების შედეგს, რომლის მიხედვითაც ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქვეყანაში შემოტანის აკრძალვა იანვრამდე გადავადდა. ის ამბობს, რომ ამ ვადაში საბანკო ვალდებულებების დაფარვას ვერ შეძლებს. სახურავზე მყოფი მამაკაცი მინისტრთან შეხვედრას და ბრძანების გაუქმებას ითხოვს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

ხორბლის იმპორტიორთა პროტესტი ფინანსთა მინისტრის მიერ აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა უნდა აკრძალულიყო. პროსტესტის შემდეგ მინისტრმა აკრძალვა ოქტომბრამდე გადაავადა. უკმაყოფილო იმპორტიორებმა გეზ-ის მუშაობა პროტესტის ნიშნად შეაჩერეს, რის შემდეგაც ისინი 19 სექტემბერს ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ. მოლაპარაკების შედეგად ხორბლის იმპორტიორებს აკრძალვა წლის ბოლომდე აღარ შეეხებათ. მოლაპარაკების შედეგით აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილია კმაყოფილი.

ფინანსთა მინისტრი გაცემული ბრძანების საფუძვლად აგვისტოში იმას ასახელებდა, რომ  სახმელეთო გზით, ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. ივანე მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, ამ ფონზე კი, რუსეთის ტურიზმის სამსახური და თავად ტურისტებიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ. 

„3000 ადამიანი შემოსავალს დაკარგავს, გაძვირდება პროდუქტი“ - ხორბლის იმპორტიორების პროტესტი 

მშვენიერაძე: მინისტრის ბრძანება ხორბლის იმპორტზე არაკონსტიტუციურია. ამ ნორმას გავასაჩივრებთ

ფოტო: ნათია შარაშენიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^